სოციალურ ქსელში რომის პაპის ფოტო ვრცელდება, რომელზეც იგი როკ-მუსიკის ფანების დიდ ჯგუფთან ერთადაა გამოსახული და თავადაც მღერის. სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო ნამდვილი არაა და ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შექმნილი.

იმაში, რომ ფოტო AI-ის (Artificial Intelligence - ხელოვნური ინტელექტი) მიერაა გენერირებული, რამდენიმე დეტალი გვარწმუნებს. როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ფონზე მყოფი ხალხის სახეები არაბუნებრივად გამოიყურება. ხელოვნურ ინტელექტს ასევე უჭირს ხელების გენერირება, ზოგჯერ თითები ზედმეტია, ზოგჯერ ნაკლები, ზოგჯერ კი ერთმანეთშია შერწყმული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო AI-ის მიერ შექმნილი მასალისთვის დამახასიათებელ ამ ნიშნებს შეიცავს (იხ. ქვემოთ ფოტოები).

გარდა ამისა, არსებობს ვებგვერდი aiornot.com, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, არის, თუ - არა ესა თუ ის ფოტო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გენერირებული. „ფაქტ-მეტრმა“ რომის პაპის ფოტო აღნიშნული ვებგვერდითაც გადაამოწმა. პასუხად კი მივიღეთ, რომ ფოტო ნამდვილად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

შესაბამისად, რომის პაპის ფოტო სინამდვილეს არ ასახავს. იგი ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

საგულისხმოა, რომ AI-ის მიერ შექმნილი რომის პაპის ფოტოები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვედრილა (ბმული 1; ბმული 2).

-------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი