სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ფინანსურად დაეხმაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ავტორის მტკიცებით, უკრაინა აშშ-ს 8 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გადასცემს, თუმცა „ამისთვის აშშ-ის კონგრესმა უკრაინას ჯერ დაპირებული 24 მილიარდი უნდა გადაუხადოს“. რეალურად, უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნული ინფორმაცია ერთადერთ რუსულენოვან ტელეგრამ არხზე იძებნება. არხის სახელწოდებაა „პოლიტიკური იუმორი“ და აღწერის თანახმად, ის იუმორისტულ კონტენტს ქმნის.

ამდენად, აღნიშნული ციტატა რუსული ტელეგრამ არხის მიერაა გამოგონილი. ამასვე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული იდენტური ან შინაარსობრივად მიმსგავსებული განცხადება სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება. ინფორმაცია არც ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იძებნება.

ამგვარად, მტკიცება, რომ თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ფინანსურ დახმარებაზე მზაობა განაცხადა, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი