სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში შიინ ევროპისკენ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, „ლელო საქართველოსთვის“ წევრების ფოტოს ავრცელებს. ფოტოს თან ურთავს აღწერას: „ყველაზე მაგარი პარტია, ნამდვილი „დრაქ ქუინი“ პარტია“. რეალურად, პოსტის ავტორი ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს. პარტიის წარმომადგენლებს უკრაინის უმაღლეს რადაში არა ლგბტქი+, არამედ საქართველოს დროშა ეჭირათ.

პარტიის წარმომადგენლები უკრაინაში 2023 წლის 21 თებერვალს გაემგზავრნენ. ვიზიტთან დაკავშირებით, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ Facebook-პოსტი გამოაქვეყნა: „მივემგზავრებით კიევში, რათა რუსული აგრესიის წლისთავზე ჩვენი სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავგანწირულად იბრძვიან თავისი და ჩვენი თავისუფლებისთვის“.

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტო პარტიის პოლიტიკური ლიდერის სალომე სამადაშვილის Facebook-გვერდიდან არის აღებული, სადაც ჩანს, რომ პარტიის წევრებს ხელში საქართველოს დროშა უჭირავთ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი