2023 წლის 12 დეკემბერს ალტ-ინფოს გადაცემის, ,,დღის კომენტარის’’, წამყვანმა, ჯაბა ჟვანიამ, ევროკავშირის დროშის დაწვისთვის ლაშა შარუხიას დაპატიმრების საქმე მიმოიხილა და ამ ფონზე ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული პოლიტიკა გააკრიტიკა.მისი თქმით, ,,საქართველოში ახლა დექართველიზაციის პროცესი მიდის...ქვეყანაში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის ძლითაც უნდა ჩატარდეს გეი აღლუმები, მომავალში უნდა დაკანონდეს კაცის-კაცზე და ქალის-ქალზე ქორწინება ’’.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო. კანონის პირველივე მუხლი გვაუწყებს, რომ მისი მიზნები ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას მიემართება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფით.

კანონის მიხედვით, პირი ამგვარი გარანტიებით არა მხოლოდ სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად არის აღჭურვილი, არამედ რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალურიკუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავადაც. შესაბამისად, ამ კანონის, როგორც მხოლოდ ლგბტქ+ ადამიანებისთვის უფლებების მიმნიჭებელი აქტის განხილვა აბსურდულია და არ ასახავს რეალობას.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, დასახელებული კანონის ძალით, მომავალში გეი აღლუმები ჩატარდება ან ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება, ასევე ყალბია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე ცალსახა პასუხს გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც ქორწინება განმარტებულია, როგორც ,,ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას’’. ვინაიდან, თითოეული კანონი ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს კონსტიტუციასთან, ზემოთ მოცემული კონსტიტუციური ჩანაწერის არსებობის პირობებში ვერცერთი კანონით ვერ მოხერხდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. რაც შეეხება ,,გეი აღლუმების’’ ჩატარების საკითხს, უმცირესობების მიერ საკუთარი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების რეალიზება ისედაც არის დაცული კონსტიტუციით, შესაბამისად, უმცირესობებს მშვიდობიანი შეკრებისა და მათი შეხედულებების გამოხატვის უფლება ისედაც გააჩნიათ.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი