სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „შიინ ევროპისკენ“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1; 2; 3) ამჯერად ორ ფოტოსურათს ავრცელებს. Facebook-გვერდის მტკიცებით, ორივე მათგანზე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძეა გამოსახული. ფოტო შემდეგი აღწერით ვრცელდება: „საგანგებო განცხადება მეგობრებო. ვანო ბახმუტელი ხელოვნების სფერომ გაიტაცა. წარმატებები უსურვოთ“.

პოსტის კომენტარების სექციაში გვერდი „შიინ ევროპისკენ“ კიდევ ერთ ფოტოს ავრცელებს:

პირველ ფოტოზე ნამდვილად ვანო ნადირაძეა გამოსახული. აღნიშნული ფოტო მას პირად Facebook-გვერდზეც აქვს გამოქვეყნებული.

რაც შეეხება მეორე ფოტოს. ფოტოების ძიების ინსტრუმენტის (Reverse Image Search) გამოყენებით აღმოვაჩინეთ, რომ სურათზე არა ვანო ნადირაძე, არამედ ესპანელი ფრანცისკო პერესია გამოსახული. ფოტოები 2016 წელსაა გადაღებული. ფრანცისკო პერესმა გადაწყვიტა თავის მეგობარ ფოტოგრაფთან ერთად ხუმრობით მსგავსი ფოტოსესია მოეწყო. ფოტოები აგრეთვე ხელმისაწვდომია ფოტოგრაფის Facebook-გვერდზე.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომლის მიხედვითაც ფოტოზე ვანო ნადირაძეა გამოსახული, ყალბია.

-------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი