სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც სხვადასხვა ფორმებში გამოწყობილი ადამიანები ტაძარში უკრაინულ სიმღერას „"Ой у лузі червона калина" მღერიან. „უკრაინაში ახალ სექტას ქმნიან მართლმადიდებლურ ტაძრებში“, -წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენებია უკრაინული ტრადიციული საშობაო წარმოდგენა („ვერტეპი"), რომელიც სათავეს მე-16 საუკუნიდან იღებს და ქრისტესშობასთან დაკავშირებული ბიბლიური სცენების გაცოცხლებას გულისხმობს.

საშობაო ვერტეპი სათავეს მე-16 საუკუნიდან იღებს და თავდაპირველად თოჯინების თეატრით საშობაო სცენების გაცოცხლებას გულისხმობდა. ბოლო პერიოდში კი წარმოდგენები პიესების სახით იდგმება და განსაკუთრებით პოპულარული დასავლეთ უკრაინაშია. პერსონაჟებს შორის არიან: ანგელოზი, მწყემსები, ჰეროდე, პრინცესა და სხვ.

გავრცელებული ვიდეო ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში, სოფელ ნიჟნი სტრუტინშია გადაღებული. თუ პერსონაჟების განლაგებას დავაკვირდებით, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული კადრები 2024 წლის საშობაო ვერპეტიდან არის ამოჭრილი. აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2023 წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდა (იხილეთ ფოტო). ვერტეპთან დაკავშირებით პოსტი Facebook-ანგარიშის მიერაც გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ სოფელში მსგავსი საშობაო წარმოდგენები წინა წლებშიც იმართებოდა (1,2,3).

ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინაში ტაძრებში ახალ სექტას ქმნიან, ყალბია. გავრცელებულ ვიდეოში ტრადიციული საშობაო წარმოდგენაა ნაჩვენები, რომელიც უკვე მრავალი წელია უკრაინაში იმართება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი