სოციალურ ქსელში ფოტო-ანაბეჭდი ვრცელდება (იხილეთ ბმული 1, ბმული 2), რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ Facebook-გვერდზე სტიქიური მოვლენების შესახებ პოსტს აქვეყნებს. გამოქვეყნებული სატირული შინაარსის პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული სიტყვები საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. რეალურად, სალომე ზურაბიშვილს მსგავსი განცხადება არ გამოუქვეყნებია და ფოტო-ანაბეჭდი ყალბია.

გავრცელებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ფოტო-ანაბეჭდია მოცემული. თუმცა, სინამდვილეში, მსგავსი განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე არ იძებნება. მსგავსი პოსტი არც მის პირად პროფილზე იძებნება. ფოტო-ანაბეჭდის სიყალბეს პრეზიდენტის ფეისბუქ სახელსა და პოსტის ტექსტის ფონტებს და ზომას შორის სხვაობაც ადასტურებს.

4 იანვარს, გაყალბებული ფოტო-ანაბეჭდის გამოქვეყნების დღეს, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ერთადერთი განცხადება გამოქვეყნდა, გავრცელებული პოსტით პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავდა. ხოლო მის პირად პროფილზე, 8 იანვრის მონაცემებით, ბოლო პოსტი 2024 წლის 1 იანვრით თარიღდება. ზურაბიშვილის მსგავსი განცხადება არც ღია წყაროებში იძებნება.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ზურაბიშვილს არ ეკუთვნის და ფოტო-ანაბეჭდი ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი