12 დეკემბერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ანგარიშმა Andrea Jgamaidze გამოაქვეყნა რამდენიმე პოსტი, (1; 2) მათ შორის, რუსეთის მხარდამჭერი: „დიდება წმინდა ერთმორწმუნე მართლმადიდებელ უფროს ძმა რუსეთს!“, გარდა ამისა საპატრიარქოს Facebook-გვერდიდან ტელეიმედის სიუჟეტი გადააზიარა, რომელშიც საუბარია სამების ტაძარში წმ. მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებულ ინციდენტზე.

სინამდვილეში Facebook-ანგარიში ყალბია და იგი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს არ ეკუთვნის. ამაში შემდეგი დეტალები გვარწმუნებს.

აღნიშნული Facebook-ანგარიში დღეს, 2024 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა.

გარდა ამისა, საეჭვოა ანგარიშის აღწერაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ყალბი Facebook-ანგარიში ანდრია ჯაღმაიძის ნამდვილი Facebook-ანგარიშის მიმსგავსებულია, მაგალითად, იდენტურია პროფილის ფოტო, რამაც შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. თუმცა ყალბ ანგარიშს დეკანოზის სახელი და გვარი შეცდომით აქვს მითითებული: Andria Jagmaidze-ის ნაცვლად Andrea Jgamaidze.

-ნამდვილი Facebook-ანგარიში:

-ყალბი Facebook-ანგარიში:

ანდრია ჯაღმაიძე თავადაც გამოეხმაურა აღნიშნულ შემთხვევას და განაცხადა: „შექმნილია ჩემი ფბ გვერდის იმიტირებული გვერდი და არის მიმოწერები, კომენტარები და პროვოკაციული პოსტები. Andrea Jgamaidze დან გაკეთებული კომენტარი ან მიმოწერა ყალბია და სავარაუდოდ გუშინ დაწყებულ ნეგატიური კამპანიას ემსახურება.“ - ვკითხულობთ Facebook პოსტში.

საგულისხმოა, რომ ყალბი ანგარიში გამორჩეულად აქტიურობს პოსტებითა და კომენტარებით, ასევე აქტიური კომუნიკაცია აქვს სხვა Facebook-მომხმარებლებთან.

Andrea Jgamaidze-მ ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თითქოს სტალინი წმ. მატრონა მოსკოველთან ერთადაა. „წმინდა ნეტარი მატრონა მოსკოველის და ამხანაგი სტალინის შეხვედრა, 1941 წელი.

წმინდა მატრონამ ამ შეხვედრის დროს სტალინს ურჩია თვითმფრინავით ღვთისმშობლის ხატი შემოეტარებინათ მოსკოვის თავზე.

სტალინმა დაუჯერა და ამიტომ მოიგო ომიც!!!“

სინამდვილეში, აღნიშნულ ფოტოზე არა წმ. მატრონა მოსკოველი, არამედ სტალინის დედა ეკატერინე ჯუღაშვილია გამოსახული.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ 11 იანვარს სამების ტაძარში განთავსებულ სტალინის გამოსახულებიან ხატთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომლითაც ხატის შემომწირველებს მოუწოდა შეიტანონ საჭირო ცვლილება ხატში, ან ამას თავად გააკეთებენ: „მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“ - ნათქვამია განცხადებაში.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი