სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამჯერად სმს-შეტყობინების ფოტოს ავრცელებს შემდეგი მტკიცებით: „თქვენი ბარათი დაბლოკილია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გამოუცხადებლობის გამო. უკრაინულმა ოშადბანკმა დაიწყო გადარიცხვის აკრძალვის ანგარიშების დაბლოკვა. ასე გამოიყურება თავისუფლება!“.

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია, რაც „ოშადბანკის“ წარმომადგენელმა, სერგეი ნაუმოვმა, საკუთარ ტელეგრამ არხზე დაადასტურა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე უკრაინის მოქალაქეების ანგარიშების დაბლოკვას, რომლებიც გაწვევას თავს არიდებენ, იურიდიული საფუძველი არ აქვს.

2023 წლის 25 დეკემბერს უკრაინის მთავრობამ მობილიზაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს გაუგზავნა, რომელიც სხვადასხვა სახის ფინანსური სანქციების შემოღებას მათ წინააღმდეგ, ვინც გაწვევას თავს არიდებდა, მართლაც ითვალისწინებდა.

თუმცა, საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ, პროექტი გაუქმდა და ამ დროისთვის მისი მიღების საკითხი კვლავ გადაუჭრელია.

ამგვარად, გავრცელებული მტკიცება, რომლის თანახმადაც, „სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გამოუცხადებლობის გამო“, “ოშადბანკი“ მოქალაქეებს საბანკო ბარათებს უბლოკავს, ყალბია.

-----------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი