სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას, (1; 2) რომლის თანახმადაც საფრანგეთში ფერმერებმა უკრაინის საელჩოს ნაგავი და ფეკალიები შეაყარეს. ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში Euronews-ის ლოგო ჩანს, რაც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ სიუჟეტი Euronews-მა მოამზადა. სინამდვილეში, ყალბია მტკიცება, რომ საფრანგეთში ფერმერებმა უკრაინის საელჩოს ნაგავი შეაყარეს და ისიც, რომ Euronews-მა მომხდარზე სიუჟეტი მოამზადა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი საეჭვოდ გამოიყურება, რადგან მასში კადრს მიღმა ხმა არ ისმის. ვიდეოს მხოლოდ მუსიკა და ტიტრები ადევს, რომელიც ვიდეოში შეკრებილ სხვადასხვა კადრს მიყვება. გარდა ამისა, Euronews-ის ვებგვერდზე ეს სიუჟეტი არ იძებნება, ისევე როგორც ამ სიუჟეტში მოთხრობილი ინფორმაცია. ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაცია არც Euronews-ის სოციალურ ქსელებში (Facebook; X) გვხვდება.

ინფორმაციას BBC-Verify-ის ჟურნალისტი შაიან სარდარიზადე გამოეხმაურა, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ მტკიცება ყალბია და Euronews-ს მსგავსი სიუჟეტი არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენებ კადრებს, ის საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, 2024 წლის იანვარშია გადაღებული, ხოლო შენობა, რომელსაც ნაგავს აყრიან, არა უკრაინის საელჩო, არამედ რეგიონული საბჭოს შენობაა (ის ფაქტი, რომ მასზე უკრაინის დროშას ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ შენობა აუცილებლად უკრაინას უკავშირდება).

-რეგიონული საბჭოს შენობა ქალაქ დიჟონში:

-უკრაინის საელჩო საფრანგეთში:

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ფრანგმა ფერმერებმა უკრაინის საელჩოს ნაგავი და ფეკალიები შეაყარეს და ეს ინფორმაცია Euronews-მა გააშუქა, ყალბია.

----------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი