სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს და პოსტის აღწერაში წერს: „ასეთი მარაზმი არასდროს მსმენია, ეს ტვინ გადაბრუნებული ამბობს, რომ მას არ უნდოდა მოვლენოდა ამ ქვეყანას , რადგან ფინანსურად ძლიერი მშობლები არ ყავდა და ამის გამო ახლა უწევს მუშაობა თავის სარჩენად, ამიტომ მან უჩივლა მშობლებს სასამართლოში იმისთვის რომ ისინი რაიმე საშუალებით არ დაუკავშირდნენ მუცლად მყოფს და არ ჰკითხეს ასეთ პირობებში სურდა თუ არა ქვეყნად მოვლინება“. რეალურად, ვიდეო სატირული შინაარსისაა და TikTok ანგარიშს, Kass Theaz-ს ეკუთვნის, რომელსაც თავად აქვს მითითებული, რომ მისი ანგარიში სატირული ხასიათის არის.

ვიდეო TikTok-ანგარიშის მიერ 2023 წლის 24 მაისს გამოქვეყნდა და 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ამერიკელი ქალი ამტკიცებს: „მე თანხმობა არ განმიცხადებია, რომ აქ ვიყო. არ ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი და სამსახურს დავიწყებდი, ჩემს მშობლებს არც კი უცდიათ, რომ დამკავშირებოდნენ, სანამ გავჩნდებოდი, რომ ენახათ, ნამდვილად მინდოდა, თუ - არა აქ ყოფნა. ამიტომ ვუჩივლე მათ“. TikTok-ანგარიში ასევე მოუწოდებს მშობლებს, დაუკავშირდნენ მუცლად მყოფ ბავშვებს და გაიგონ, რამდენად სურთ მათ დაბადება, თავიდან რომ აიცილონ საქმის სასამართლოში აღძვრა.

აღნიშნული ვიდეო სატირული შინაარსისაა, ანგარიში Kass Theaz TikTok-გვერდზე თავად უთითებს, რომ სატირული შინაარსის ვიდეოებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, სატირული TikTok-ანგარიშის ვიდეოზე „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც დაუწერია. მაგალითად, სახუმარო შინაარსის ვიდეოში აღნიშნული ანგარიში ამტკიცებდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის შვილიშვილია და ბაიდენი - რეალურად, 3 წლის წინ გარდაიცვალა ( იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ერთ-ერთ ვიდეოში კი ანგარიში ამბობდა, რომ მისი შვილი თავს კატად აღიქვამს და ამტკიცებდა, რომ ვეტერინარმა უარი უთხრა შვილის მკურნალობაზე, ადამიანის ანატომიის გამო, რაც, მისი აზრით, დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა“ ( იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი