სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშების მიერ ვიდეო ვრცელდება (1,2,3) (დაარქივებული ვიდეო), რომელსაც აღწერაში მითითებული აქვს: „პროპაგანდა მულტფილმში“. ანგარიშები წერენ, რომ გავრცელებულ მონაკვეთში წარმოდგენილია „გარყვნილების ლგბტ პროპაგანდა“ და მშობლებს მიმართავენ, გააკონტროლონ, თუ „რა ანიმაციას უყურებენ მათი შვილები“. რეალურად, ანიმაცია სახელწოდებით „ყბედი“ (big Mouth) Netflix-ის სერიალია, რომელიც 16+ ასაკის მაყურებლებისთვის არის განკუთვნილი.

Netflix-ის ანიმაცია 2017 წელს გამოვიდა და 7 სეზონს მოიცავს. ის მოზარდებზე მოგვითხრობს, რომლებსაც გარდატეხის ასაკში უამრავი სიახლის შეცნობა და გაანალიზება უწევთ. Netflix-ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ანიმაცია 16+ ასაკის მაყურებლებისთვის არის განკუთვნილი:

ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში მომხმარებლები წერენ, რომ აღნიშნული ანიმაცია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა. პოსტის კომენტარებში დროსაც უთითებენ (08:10). თუმცა, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ეთერში აღნიშნული ანიმაცია არ გასულა. კომენტარის ავტორის მიერ მითითებულ დროს ტელეკომპანიის ეთერში კვირის დღეებში გადაცემა „იმედის დილა“ გადის, ხოლო უქმეებზე- თურქული სერიალი „ვენდეტა“. ანიმაცია ქართული გახმოვანებით პირატული გვერდების მიერ ვრცელდება.

ამდენად, მტკიცება რომ ვიდეო მულტფილმიდან არის აღებული, რომელიც ბავშვებზე არის გათვლილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი