სოციალურ ქსელში Facebook-გვერდებმა პოლიტიკური სატირა / Political Satire, ტერენტი გლდანელი, ასევე Facebook-მომხმარებლებმა საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ გაავრცელეს მტკიცება, თითქოს ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თამაშის მოსაგებად და შედეგად არჩევნების მოსაგებად, FIFA ქრთამით მოისყიდა (არქივირებული ბმული).

„ქართულმა ოცნებამ“ ქრთამი მისცა FIFA-ს, რათა ევროპაზე გავსულიყავით და შედეგად, პარტიას არჩევნებიც მოეგო. ეს სხვა არაფერია თუ არა უსინდისობა და უტიფრობა!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. იდენტური მტკიცება TikTok-ზეც გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის გავრცელებისას ერთი და იგივე პოსტერია გამოყენებული.

სინამდვილეში, ციტატა გაყალბებულია და ნიკა მელიას მსგავსი განცხადება არ გამოუქვეყნებია. მის Facebook-ანგარიშზე საქართველო-საბერძნეთის მატჩთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტს ვხვდებით. ერთ-ერთი მათგანი თამაშის დაწყებამდეა გამოქვეყნებული, კიდევ ერთი პოსტი კი - მატჩის დასრულების შემდეგ.

თუმცა, არც-ერთ მათგანში Facebook-გვერდების მიერ გავრცელებული ან მის შინაარსთან მიახლოებული მტკიცებაც კი არ გვხვდება. უფრო მეტიც, ნიკა მელიას პოსტში ცხადად ჩანს, რომ ის აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებას ეწინააღმდეგება: „P.S. დღეს ვინც ტვ-ში და სოც.მედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს - არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს“.

ნიკა მელია „პოლიტიკური სატირა / Political Satire“ მიერ გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ, კომენტარების ველში, აღნიშნულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და ციტატა სიყალბედ შეაფასა.

ცნობისთვის, Disinfoobserver-ის მიხედვით Facebook-გვერდი პოლიტიკური სატირა / Political Satire ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდია. ხოლო გვერდი ტერენტი გლდანელი (მეორე ანგარიში) ანტი-ოპოზიციური ანონიმური ანგარიშია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მათთან აფილირებული პირების ასევე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციას ცდილობს. ამისთვის კი მადისკრედიტირებელ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს ხშირად იყენებს.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდების - „პოლიტიკური სატირა / Political Satire“ და „ტერენტი გლდანელი“ მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი