სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Tedo Abashidze ბაია პატარაიას ციტატის ფოტოანაბეჭდს აქვეყნებს. პოსტში ვკითხულობთ: „თუ მოღალატე ქოცნება რუსულ კანონს მიიღებს, ეს დიდი ტრაგედია იქნება, რადგან სორისის ფონდიდან მილიონებს ვეღარ ჩამირიცხავენ და ბინის კრედიტის გადახდას ვეღარ შევძლებ.“ (არქივირებული პოსტი)

სინამდვილეში, ციტატა ყალბია. ბაია პატარაიას მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია.

მსგავსი შინაარსის განცხადება ბაია პატარაიას პირად Facebook- პროფილზე არ იძებნება.

საგულისხმოა, რომ Facebook-ანგარიშს Tedo Abashidze, ბაია პატარაიას გაყალბებული ციტატა ადრეც გაუვრცელებია. ბაია პატარაიას სახელით ყალბი ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3; 4).

ამგვარად, ბაია პატარაიას სახელით გავრცელებული პოსტის ფოტოანაბეჭდი ყალბია.

ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ხელახლა წარადგინა.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი