სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები გიორგი ვაშაძის რედაქტირებულ ვიდეოს ავრცელებენ (ბმული 1, 2), რომელშიც გადაცემის წამყვანის კითხვას, თუ რა შეარქვა ქუთაისის სპორტული მაღაზიის დირექტორმა მას და მის ძმას, პასუხობს. ვიდეო დამუშავებულია, მასში წარმოდგენილი სავარაუდო პასუხები გამოგონილი, ხოლო გიორგი ვაშაძის პასუხი შეცვლილია.

სინამდვილეში, სოციალურ ქსელში გადაცემის რედაქტირებული ფრაგმენტი ვრცელდება. 2020 წლის 14 სექტემბერს გადაცემაში - „ფარული კონვერტი“ სტუმრობისას წამყვანის კითხვას, თუ რა შეარქვა გიორგი ვაშაძესა და მის ძმას ქუთაისის სპორტული მაღაზიის დირექტორმა, რესპონდენტი პასუხობს, რომ მისთვის შერქმეული სახელი „პელე“, ხოლო მისი ძმისთვის - „გარინჩა“ იყო (იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი 11:26-დან).

ამდენად, გავრცელებული ვიდეო სახეცვლილია და რეალურად, გიორგი ვაშაძის პასუხი სახელი „პელე“ იყო.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი